დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.35.150.016083 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და გარემოს დაცვის კომისიის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად წარმოდგენილი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და გარემოს დაცვის კომისიის დებულება
მუხლი 1. კომისიის სტატუსი
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ზ) გარემოს დაცვის პროგრამების (პროექტების) დამტკიცების შესახებ; თ) თვითმმართველი ერთეულის ,,სერვის ცენტრის“ მართვის წესების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. კომისიის სამუშაო ჯგუფები
ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ბ) გარემოს დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 5. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები