„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016308
185
04/03/2015
ვებგვერდი, 05/03/2015
360160000.22.023.016308
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №185

2015 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 29/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016208) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1.  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებაში;
ბ) მუშაობის არანაკლებ  5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო ან საერთაშორისო/არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების  ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word -  ძალიან კარგად) ცოდნა.”

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მუშაობის არანაკლებ  3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის  არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო  სექტორში მუშაობის გამოცდილება”.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის  არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო  სექტორში მუშაობის გამოცდილება”.

4. მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი