დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016254 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 25/12/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016239) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
პროგრამის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია (გეგმიური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები); |
ბ)
მე-4 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები