ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
04/03/2015
ვებგვერდი, 11/03/2015
010260020.35.113.016223
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/03/2015 - 18/07/2018)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2015 წლის 4 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 38-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, 20-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის  მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესი“ დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის

მოსაკრებლის გადახდის წესი

 


მუხლი 1.             ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოს აპარატიდან  საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე 200122900, შემდეგ სახაზინო კოდეზე: 300903106.

 


მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოს აპარატი  მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.

მუხლი 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა)  წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.

 


მუხლი 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა)  წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.

 


მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.