„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300.170.000.05.001.002.295
  • Word
3179
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
300.170.000.05.001.002.295
„პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ორგანო.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკრეტული პროდუქციის/საქონლის პარტიის მიმართ ტექნიკურ რეგლამენტს შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულება ან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება პროდუქციის/საქონლის პარტიის შესაბამისობის შეფასების პროცედურები. შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით:

ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით;

ბ) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3179-Iს