„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016239
7
02/03/2015
ვებგვერდი, 10/03/2015
190040000.35.149.016239
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

   კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2015 წლის 2 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/12/2014; 190040000.35.149.016231) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.     კეთილთვისებიან სიმსივნეთა სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარი) მკურნალობის  თანადაფინანსება.

1.  თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა.

2.  ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3.   იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 70%-ით, არა უმეტეს 1000 ლარისა, ამ შემთხვევისთვის ავადმყოფმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გარდა მითითებული ცნობისა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ, გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“

ბ)      დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის, 1-ლი პუნქტი,  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის  ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამოწურული აქვს ლიმიტი“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომელიც ადასტურებს  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას და ლიმიტის ამოწურვას“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ზიანის დადგომიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე