,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016444
29
08/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
100040000.22.038.016444
,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №29

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით (სსმ, 100040000.22.038.016040, 11/04/2011) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულთან, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულებისა, ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მსჯავრდებულებს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეთ დამატებითი ვიდეოპაემანი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13  პუნქტები:

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის რაოდენობა არ ვრცელდება ამ მუხლის 12 და 13 პუნქტებზე.

12. ქალ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია 10 კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში დამატებით ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

„13. არასრულწლოვან მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში, არაუმეტეს ოთხჯერ, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში დამატებით ორჯერ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.“

გ)  21 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი