„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016287
309
06/03/2015
ვებგვერდი, 09/03/2015
010170000.22.029.016287
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №309

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსიის 22 პუნქტი:

„22. დამტკიცდეს „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №22.“

ბ) ბრძანების პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) (შემდგომში - წესი) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

2. ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).“;

გ) წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №22 – „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან/და რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.“;

ე) წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.“;

ვ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები

1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი.

2. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების 22 პუნქტით დამტკიცებული დანართის №22 – „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის“ ფორმისა და ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმის საფუძველზე,  იპოთეკური სესხის დაფარვის საკითხი განიხილება ამ წესის მე-3 მუხლის მე-7, მე-8 და მე-10-12 პუნქტების და მე-4 მუხლის 1-ლი-მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია განსაზღვრავს იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალურ ოდენობას ერთ დევნილ ოჯახზე  და შესაბამისად დევნილთა ოჯახების მაქსიმალურ რაოდენობას. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დევნილი ოჯახის მიერ დასაფარი იპოთეკური სესხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.

4. დევნილი ოჯახის მიერ იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე შევსებული განაცხადის შეფასება ხორციელდება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმის“ - №5 დანართის შესაბამისად.

5. იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე, მიღებული განაცხადებს თან უნდა ერთოდეს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი (ცნობა, ინფორმაცია და ა.შ.) გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელში ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

6. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ, გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არის შესაბამისი თანხის გადარიცხვის საფუძველი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ასახავს შესაბამის ინფორმაციას დევნილთა მონაცემთა ბაზაში.“;

ზ) ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის კომპეტენციაში შედის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და წესის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება, დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების ან საცხოვრებელი ფართის შესყიდვის ან იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ შენობებში დევნილი ოჯახების განსახლების, ან დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული  საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ასევე საცხოვრებელი სახლები/ბინების შეძენის მიზნით აღებული იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემის თაობაზე,  დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი



დანართი 22
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადი

1.

განცხადების ნომერი:

 

თარიღი:

 

 
  1. ინფორმაცია განმცხადებელზე
 

სახელი, გვარი

პირადი ნომერი

 

 

 
  1. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა
 

სახელი

გვარი

ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)

პირადი ნომერი

 

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 
  1. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია
 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/მუნიციპალიტეტი, სოფელი, ქუჩა, ბინა)

ტელ./მობ. ნომერი

 

 

 

2. საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა (ქალაქი/რეგიონი/რაიონი/სოფელი):

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

 

3. ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გვსურს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ---------------------- ლარის ოდენობით, ჩვენს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ოჯახის მიერ ----------------------------------- (ბანკის დასახელება) აღებული იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით. აღნიშნული იპოთეკური სესხი აღებულია 2015 წლის 1 იანვარმდე და სესხის თანხით ნაყიდი საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა) ჩვენი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელია.

 

ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი __________________________ ______________________________ წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და ვაძლევთ უფლებამოსილებას, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის  განხორცილების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურების“ შესაბამისად, ოჯახის სახელით გაიაროს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ სამინისტროს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: სამინისტრო იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).

 

განმცხადებლის ხელმოწერა:  __________________________­­­­_________

ოჯახის სხვა წევრები:        _________________________________________

           _________________________________________

           __________________________________________

           __________________________________________

           ___________________________________________

           ___________________________________________

           ___________________________________________