ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016203
11
27/02/2015
ვებგვერდი, 05/03/2015
200140030.35.144.016203
ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემისათვის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  ,,ე.გ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  VI-ე თავის  შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 2
ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის შესაბამისად დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის  5%-ის ოდენობით.
მუხლი 3
წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური, აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემისას დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის ოდენობით.
მუხლი 4
დადგენილების ამოქმედებიდან  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი ქირის  წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილება.

 (ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრით მინიჭებული სახელმწიფო სარეგისტრაციო №010.340.000.35.144.003.086. 12.03.2010 წ.)

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი