დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 64 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016730 |
|
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, N172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 61-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ან/და თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,11. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს. 12. ამ მუხლის პირველ და 11 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.“; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, ხოლო, თავდებობის გამოყენების შემთხვევაში ამ წესის №291 დანართის შესაბამისი განცხადება, რომელსაც უნდა ერთოდეს ამავე წესის 652 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.“. 2. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში, უქმდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების საფუძველად გამოყენებულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ უქმდება აგრეთვე, ამ წესის 61-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შემთხვევაში.“. 3. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,5. თუ საგადასახადო დავალიანება გადავადებულია ამ წესის 61-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებული საფუძველით გაუქმდა გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის მიმათ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები