„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.05.001.002.290
  • Word
3174
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
300.190.000.05.001.002.290
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხო წარმოების ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროში.“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშიში საწარმოო ობიექტის კონსტრუირებასთან (შენობა-ნაგებობების დაპროექტების გარდა), ექსპლუატაციასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადებასა და მონტაჟთან, გამართვასთან, დიაგნოსტიკასთან, მომსახურებასა და რემონტთან, რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთის გადაზიდვასთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას და მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენების ნებართვას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორში „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვას გასცემს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3174-Iს