დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "გლობალ ინვესტ ერთი"-განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "გლობალ ინვესტ ერთი". |
| მიღების თარიღი | 02/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ გლობალ ინვესტ ერთის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სააქციო საზოგადოება „ გლობალ ინვესტ ერთის“ ს.კ. 200009089 სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 24 მარტს, 14 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისის, ვაჟა-ფშაველას გამზირი № 41 მეექვსე სართული.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის განხილვა;
2. საზოგადოების ქონების გასხვისება;
3. საზოგადოების ვალდებულების შესრულების მიზნით (სანაცვლოდ მიიღო აქციები) ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების კუთვნილი ქონების გადაფორმება ყოფილი აქციონერის ჯუმბერ შენგელიას მემკვიდრეზე.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ გლობალ ინვესტ ერთის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 2 მარტი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ ამწეს“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 1, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
დირექტორი ნ. ჯოხაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები