დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე Ι კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.162.016312 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე Ι კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილებში (www.matsne.gov.ge, 24/11/2011, 330130000.35.162.016070) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების 65 და 66 მუხლების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
„ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N 407 დადგენილებით განსაზღვრული, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50 მეტრიან ზოლში;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები