დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.170.016096 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2015 - 29/02/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ“ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი მეტრი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი (,,მიწის ნორმატიული ფასი”) დიფერენცირებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
(CN=IMG X ITL X C X K ), სადაც: 1. CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 2. IMG - არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც უდრის 0,63-ს. 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,4-ს; ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,25-ს; გ) შუალედური ზონისათვის - 1-ს; დ) პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონისათვის - 0,9-ს; ე) პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონისათვის - 0,7-ს. 4. C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ცენტრალური ზონის პირველ ქვეზონაში უდრის 350-ს, ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონაში - 300-ს, შუალედურ ზონაში 250-ს, ხოლო პერიფერიულ ზონაში - 200-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
პირველი მუხლის მიხედვით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
ცენტრალური ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები