„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ნომერი 01-6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 04/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016319
01-6/ნ
04/03/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
040030000.22.035.016319
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2015 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

,,ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 მარტის №82 დადგენილების გათვალისწინებით,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ. №90, მუხ. 963)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე (რაც არ გულისხმობს იმავდროულად მინისტრის მოადგილის თანამდებობის შეთავსებას).“.

მუხლი 2
ბრძანება  ამოქმედდეს  2015 წლის 4 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო