დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 150040000.22.030.016129 |
01-48
02/03/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
150040000.22.030.016129
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: №150140000.22.030.016127) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების დიზაინის უზრუნველყოფა, პორტალის ვიზუალური ელემენტებით გამდიდრება, ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალების განახლება.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები