დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.122.016288 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №15 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016109, თარიღი 30/03/2012) დამტკიცებული ინსტრუქცია (დანართი №3) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ |
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის კანონით დადგენილი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის ოდენობა |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი; ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი; დ) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადამხედელები, გადახდის წესი და ვადები |
მოსაკრებლის გადამხდელებს, გადახდის წესს და ვადებს ადგენს კანონმდებლობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები