თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება სს "გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

  • Word
თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება სს "გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 2/13628-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/13628-13
27/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება სს "გუდვილი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/13628-13              

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები - 1 - სს „ გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი

 

2 -   სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუნუ ფორჩხიძე

 

მოთხოვნა - სს „ გუდვილის’’ კრედიტორთა  რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი ჩუმაშვილის და სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუნუ ფორჩხიძის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია  სს „ გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მომართეს სს „ გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და  სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუნუ ფორჩხიძემ.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

„ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება.

2) სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;

3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;

4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 6 მარტსб 16:00 საათზეб თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1) დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება.

1.2) სს „ გუდვილის” კრედიტორთა კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;

1.3) გუდვილის კრედიტორთა კომიტეტის წინაშე რეაბილიტაციის მმართველის მოხსენება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულებისა და რეაბილიტაციის მმართველის მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ;

1.4) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაშიб კერძო საჩივრითб თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                 თ. ჭუნიაშვილი