ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016224
16
02/03/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
010250050.35.158.016224
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 2 მარტი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ (დანართი 1).
მუხლი 2
დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და  სხვა საინფორმაციო საშუალებებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი 1

 

 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. რეგულირების სფერო

  1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში - პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის  სამსახურის მოქმედების სფეროს.

 

  მუხლი 2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა

  1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა, გარდა ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, გაზონებზე, სკვერებში  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისა. ამ ტერიტორიაზე  აკრძალულია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის    მეთვალყურეობის ქვეშ ან/და  მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.

  2. დასაშვებია  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის   მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.

  მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ  წესის  დარღვევისთვის

  1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. აქტის შედგენა მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონელური სამმართველოს  მიერ ქვეპროგრამა „ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია“ ფარგლებში დამტკიცებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სახელობითი სიების საფუძველზე.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის  შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე .

  3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება ყოველდღიურად 10(ათი) ლარის ოდენობით.  

  4. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის სულადობის მიხედვით.

  5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური  ზედამხედველობის  სამსახური უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით.

 

  მუხლი 4. პირუტყვის დაბრუნების წესი

  1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.  

  2. სპეციალურად ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში , თუ პირი წარმოადგენს ხელწერილს , რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული დადასტურებული იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული 3 მოქალაქის ხელმოწერით.

  3. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის მეორე პუნქტში  აღნიშნულ ხელწერილზე  ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.

  4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.

 

  მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი

  1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე  20 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონების ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 20 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

 

  მუხლი 6. წესის მოქმედება

  აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.