თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.163.016257
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
27/02/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
270070000.35.163.016257
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2015 - 29/06/2017)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“  პუნქტის, საქართველოს ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს  პრეზიდენტის  2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების  თანამდებობრივი  სარგოები   დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №15  დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და   აპარატის საჯარო მოსამსახურეების  თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი www.matse.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 20/08/2014, კოდი 270070000.35.163.016196).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი №1

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები

საჯარო თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650 ლარი

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700 ლარი

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350 ლარი

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350 ლარი

 


 

 

დანართი №2


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა

თანამდებობრივი სარგოები


საჯარო თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000 ლარი

2

განყოფილების უფროსი

810 ლარი

3

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

700 ლარი

 

4

მთავარი სპეციალისტი

560 ლარი

5

წამყვანი სპეციალისტი

540 ლარი

6

სპეციალისტი

520 ლარი