„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.158.016223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
02/03/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
200140030.35.158.016223
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2015 - 23/03/2015)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 2 მარტი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1
 1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
1. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის  №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 07/03/2014, 200140030.35.158.016149)  „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 

მუხლი 1
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;
გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.

მუხლი 3

დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს.

მუხლი 4

სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს – 5,472 ლარს.

მუხლი 5

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12.