,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018466
81
02/03/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
010240030.10.003.018466
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2015 წლის 2 მარტი

ქ.თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებაში (სსმ, №154, 31/12/2005, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.დ“ ქვეპუნქტი:

,,დ.დ)  ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვისა და შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის  ხელშეწყობა.“.

2.  მე-3 მუხლს ,,ო3’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო4“ ქვეპუნქტი:

,,ო4) დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობების დაცვის ხელშეწყობა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენცია.“;

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

 ,,ლ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.“.

4.   187  მუხლის  შემდეგ დაემატოს 18მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 188.  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

ბ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების  განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევების, ან იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

დ) დასაქმებულთა და/ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში,  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ,  დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი