ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140020.35.172.016077
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
27/02/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
200140020.35.172.016077
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2015 - 31/01/2018)

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 203-ე და 204-ე მუხლის თანახმად , ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგენს:

მუხლი 1
1. განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 16 ლარი;

ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 10 ლარი;

გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;

დ) სახნავი და საკარმიდამო მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი.

მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით :

) მის საკუთრებაში არსებულ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ;

) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე , რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი ;

) მის მფლობელობაში ან /და სარგებლობაში არსებულ , გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის , უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .

მუხლი 3
გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე