„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვარი N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვარი N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.172.016076
14
27/02/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
200130000.35.172.016076
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვარი N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.172.016070)  შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქონების გადასახადი ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) 100 000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ით.“                 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება  გავრცელდეს  2015 წლის 30 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე