დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.001.002.286 |
საქართველოს კანონი
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან შეთანხმებით.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას.
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილეობენ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
დ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის;
ბ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო საფლავების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ შორის, აღრიცხავს საფლავებს, რომლებიც განლაგებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
გ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სამხედრო საფლავების დაცვისა და კეთილმოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტებს სამხედრო საფლავების სტატუსის შესახებ;
დ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა გმირობისა და თავდადების ამსახველი მასალის პროპაგანდას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ამზადებს პუბლიკაციებსა და საძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილ დაღუპულ მეომართა სიებს;
ე) იხილავს მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3170–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები