დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვალის N398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016283 |
|
„შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №398 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე; “ 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).“. 3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.“. 4. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“. 5. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ბაკალავრი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს; გ) სამუშაო გამოცდილება - შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა;“. 6. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანება; ე) „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) სისხლის სამართლის კოდექსი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები