დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016156 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერი 15.12. 2014წ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016140), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნას ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში |
| მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით :
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 9035.7 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1400.0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები 6460.1ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1175,6 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები 9276.2 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტისარაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 425.3ათ.ლარით, მათ შორის
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 580,3 ათ.ლარით თანდართული რედაქციით
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 155,0.ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციალურ ჭრილში |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 665,8 ათ.ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 78,5ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 189,0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 72.9 ათ. ლარი ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის112,1 ათ. ლარი გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის უნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის პრიორიტეტები და პროგრამები |
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 378,7ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0301) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების მოწყობა, ასევე ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია . პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია.ქალაქის ქუჩების ორმული შეკეთება და მუნიციპალიტეტის გზების მოვლა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 127.0 ათ.ლარი. ( ტოლებისა და გომის თემში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღმოსაფხვრელი სამუშაოები 115.0, მდ.ჭურთავა, ლოღობა, ორჭოფას სანიაღვარე არხების გაწმენდა 12.0). საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებით ქ.სამტრედიაში ტროტუარების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხიდან 24.5 ათ.ლარი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წელს გამოყოფილი თანხიდან 48.2 ათ.ლარი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის № 47 განკარგულებით რეგიონალური ფონდიდან 6.4 ათ.ლარი (ტოლების თემში მდ. ხევისწყალაზე ტოლები-ბუღნარას დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით). გაღმა ზონაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და საკარმიდამო ნაკვეთების გამწმენდი და გამაგრებითი სამუშაოები. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 1239.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0302) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1 კომუნალური მეურნეობის განვითარება - 610,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030201) სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს კომუნალური მეურნეობის განვითარება 605,9 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მეურნეობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში თანხით 4,8 ათ.ლარი. განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.2 დასუფთავება - 156.5 (პროგრამული კოდი 030202) ნაგვის მანქანის შეძენა 100,0 ათ.ლარი; ნაგვის ურნების შეძენა 50,0 ათ. ლარი. საქ. მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით სანიაღვარე არხების მოწესრიგება 6.5 ათ.ლარი 22.3 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები - 0 (პროგრამული კოდი 030203) 2.2.4 ბინათმშენებლობა -103,0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030204) ქ. სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და თავისუფლად გადაადგილების პირობების შექმნა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯები, წყლის სისტემების მოწყობა-მომსახურეობა. გაღმა ზონის სოფლებში წყლის რეზერვუარების სადენზიფექციო სამუშაოებილარი. საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით მაღალმთიანი სოფლების წყალმომარაგება 27,7 ათ.ლარი 2.2.6 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 273,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030206) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ სამტრედიაში განათების მომსახურება და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები -137,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. 2.3.1 საკადასტრო რუქების მომზადება - 44,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030301) სამტრედიის გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების, ასევე საპრივატიზაციო მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზები.მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება. 2.3.2 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები - 74.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 030303 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის „პანთეონის, სასაფლაოების , ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის გაერთიანების” მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. 2.3.3 სკვერების მოწყობა - 18,0 ათ.ლარი (პროგრამულიკოდი 03,03,04)ქალაქის გამწვანების ღონისძიების დაფინანსება. პარკების, სკვერების განაშენიანების ხარჯი, მწვანე ზოლების კეთილმოწყობა 2.3.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი - 12,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0304) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის № 71 განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამები 12.5 ათ. ლარი 2.3.5 სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსება - 25,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად.კერძოდ ტოპოგრაფიული რუქების შედგენისათვის,ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტების მომზადება-აღჭურვისათვის, აგრო და საგამოფენო ტურებისათვის,ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ტრენინგების მოწყობისათვის და სხვა ხარჯებისათვის. 3. განათლება - 1357,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალ თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელი განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულს საკუთარი უფლება-მოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი განათლება - 1182,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს22 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1760 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების ღირებულება შეადგენს დღეში 1,10 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე მომდევნო წელში განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის 7.8 ათ.ლარი 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა - 12,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის №347 განკარულებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია 12.9 ათ.ლარი 3.3. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 161,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს 500 მოსწავლეს. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებაში. საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით 2.6 ათ.ლარი 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 2615,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0500) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 1296,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0501) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიების დაფინანსება - 38,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) 2014 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მნიშვნელოვანისპორტული ღონისძიებები. 4.1.2 სპორტული სკოლები - 1258.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02) 2014 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკოლების დაფინანსება. კომპლექსური სპორტული სკოლა აერთიანებს 425 მოსწავლეს, ფუნქციონირებს სპორტული ჯგუფები: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, აკრობატიკა, ბრძოლა წესების გარეშე, კარატეში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. საფეხბურთო კლუბი ძირითადად ახორციელებს იმ ფეხბურთელების ამორჩევას, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს. ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფები. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 917.6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0502) სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2. სახელოვნებო სკოლები - 484.7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. საქ. მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №35 განკარგულებით ორი მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია 3.9 ათ.ლარი 4.2.2. კულტურის სახლი - 287,6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები.საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 35 განკარგულებით 2,6 ათ.ლარი 4.2.3 კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება - 55,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 050203 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე ხარჯებით დაფინანსება. 4.2.4 ბიბლიოთეკები - 90,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა. 4.3 შპს „სამტრედიის მაცნე“ - 67.9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 03) იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. მისი მიმდინარე ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტიდან. 4.4 ააიპ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი - 43,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 04) გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს, გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრავალდარგოვანი ჟურნალი. საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იქნება ტელევიზიასა და პერიოდულ გამოცემებში. ცენტრი უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 54,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0505) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის ფარგლებში, 4.6 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 235,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0506) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 949,8 (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები - 92,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. 5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 92,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 060103) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
5.2 სოციალური პროგრამები - 857,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0602) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეულ შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ააიპ სახლი „თანადგომა“ – 174.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 0201) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლი“ - 103,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობების უზრუნველყოფა, დღე-ღამის მანძილზე სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება მედპერსონალისა და სანიტართა სადღესასწაულო მორიგეობა, მათი ინვენსტიციების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. საქ.მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით 1.3 ათ.ლარი " სათნოების " სახლის რეაბილიტაცია. 5.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარება - 132,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03 ) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - ახალშობილთა დახმარება
- მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ( 4 ან მეტი შვილი 18 წლამდე ) ფულადი დახმარება (თვეში 20 ლარი თითოეულ ბავშვზე). სტუდენტების დახმარება - უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტების დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ ერთჯერადად; ა) დედ-მამითობოლი; ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილიანი ოჯახებიდან); გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთ აცაქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა. 5.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 433,8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060204) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია; 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად. - მოსარგებლე - სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინოკვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი 200 ლარამდე სრულად, 200 ლარის ზევით თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა - მოსარგებლე - სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000 დან ზეემოთ სარეიტინგო ქულა, ან მოქალაქე რომელიც არ არის დარეგისტრირებულიი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი 200ლარამდე სრულად, 200 ლარის ზევით თანხის 50%-ით, მაგრამნ არაუმეტეს 300 ლარისა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმიური და ურგენტული (სასწრაფო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე მდგომარეობების ადაავადმყოფებისათვის გადაუდებელი დახმარების ღონისძიებება) ოპერაციების თანადაფინანსება, აგრეთვე იმ ოპერაციების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებიდან. მოსარგებლე-მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულებისრაოდენობა შეადგენს 0-დან 200000 ქულის ჩათვლით. 200 ლარამდე დაუფინანსდება სრულად, ხოლო 200 ლარის ზემოთ მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; - მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 200000-ქულაზე მეტს და მოქალაქე რომელიც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთია ნბაზაში 200 ლარამდე დაუფინანსდება სრულად, ხოლო 200 ლარის ზემოთ, მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; - კომპიუტერულ იტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დაფინანსება; - სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევა ერთჯერადად დიაგნოზის დაზუსტებისმიზნით, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის 200 ლარამდე სრულად, ხოლო 201 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70%, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა; - სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 200000 ქულის ზევით ან მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არიან გადახდის უუნარო დახმარება გაეწევა ერთჯერადად დიაგნოზიდაზუსტების მიზნით, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის 200 ლარამდე სრულად, ხოლო 201 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 50%, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა; 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; - სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, იწვნენ სტაციონარში და გამოწერის შემდგომ (სტაციონარიდან გამოსვლის დრო არ აღემატება ერთ თვეს) ჭირდებათ დამატებით მედიკამენტებით მკურნალობის გაგრძელება დაფინანსდებიან 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარით, ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000 აღემატება ან არ მიეკუთვნებიან სოციალურა დდაუცველების კატეგორიას, მაგრამ საჭიროებენ სტაციონალური მკურნალობის შემდგომ (სტაციონარიდან გამოსვლის დრო არ აღემატება ერთთვეს) რეაბილიტაციისთვის მედიკამენტებით მკურნალობას და არიან გადახდის უუნარო. - -ასევე ერთჯერად მედიკამენტებით 150 ლარით დაფინანსდება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0–დან 200000–მდე სარეიტინგო ქულა და ქრონიკულად არიან დაავადებული, ხოლო 100 ლარით, ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000 აღემატება ან არ მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველების კატეგორიას, და ქრონიკულად არიან დაავადებული და არიან გადახდის უუნარო - 3. უდედმამო ბავშვების დახმარება. მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებცაც გარდაეცვალა მშობლები ან ბავშვები რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი. უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 4. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება; 1. ერთჯერად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 დამეტიწელი. 5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება; - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარიან სოციალური დახმარებას მიიღებენ შემდეგი ატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომისმონაწილეები. ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიულიმთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; -მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები, რომლების წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 სარეიტინგო ქულა. 6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: a) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ sxva ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; 7. ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; 1. ითვალისწინებს ჩერნობილის მონაწილეებზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით; 26 აპრილს 8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება; ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას, თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად; 9. ლეიკემიით, ცერებლალური დამბლით, დაუნის სინდრომით და დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; ითვალისწინებს ცერებრალული დამბლით, დაუნის სინდრომით და დიაბეტით დაავადებული ბავშვების ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით 10. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება; - ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას 500 ლარით; 11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება; -ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო ინვალიდებს 150 ლარის ოდენობით. -ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მარტოხელა შეზღუდული შესაზლებლობის პირებს, რომლებიც ვერ ახერხებებ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირებს 100 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს 18 წლამდე, 200 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნით სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი დახმარება მიეცემათ „ც: ჰეპატიტით დაავადებულ პირებს, 150 ლარის ოდენობით; 12. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; - სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 1000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევა ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით; - სოციალურად დაუცველ ოოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ 1001-დან 10000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით; - ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალურიმ დგომარეობა (ტრაგედია, უბედურიშემთხვევა, კატასტროფადასხვა), ერჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300(სამას) ლარს. - აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკურიმდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების/ოჯახებისმიმართ, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, ერჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდააღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახებს, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა) და დახმარების თხოვნის მომენტში სხვა და სხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიისმიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500(ხუთას) ლარს. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებიო ჯახებს, რომელთაც დაეწვათ სახლი 2015 წელს ან 2014 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში და არ აქვთ აღებული ერთჯერადი დახმარება. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 4000ლარს. 14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება - ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსდა ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000 მდე 5.2.5 დაკრძალვის ხარჯი - 8.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060205) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა მ.შ. ტრანსფერით 4,0 ათ. ლარი. 5.2.6 დიდ სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით - 6,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი (060206) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თანხის ოდენობა 200 ლარი |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები