დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016213 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში (ვებგვერდი 26.12.2014) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: |
1.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება მე-2 მუხლის თანახმად. |
გ)
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები მე-3 მუხლის თანახმად; |
დ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები მე-4 მუხლის თანახმად; |
ე)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; |
ვ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; |
ზ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; |
თ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; |
ი)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; |
კ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად; |
ლ)
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად; |
მ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმად; |
2.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მე-13 მუხლის თანახმად; |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მე-14 მუხლის თანახმად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმა
|
თავი I
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7733120 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 800000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6345120 ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 588000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8029180 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2485060 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 471000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30000 ლარის ოდენობით . სარეზერვო ფონდიდან თანხებს გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო ორგანო. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 220000 ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110000 ლარი. |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105000 ლარი. |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5000 ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. სახანძრო სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მშენებარე გზების რეაბილიტაცია. 2.1.1. გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია. 2.1.2 ხიდების რებილიტაცია(პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხიდების რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყალსადენის შიდა ქსელის მოვლა შენახვა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.1. სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სარწყავი არხისა და ნაპირსამაგრების მოწყობა რეაბილიტაცია 2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა–დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა პატრონობა. ამ პროგრამული კოდით განსაზღვრულ ღონისძიებებს განახორციელებს ა(ა)იპ ,, ლაჩხუთი-სერვისი“ . 2.2.3 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2.2.4 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალსადენის ექსპლოატაციაზე გახარჯული ღირებულების გადახდა და ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით და 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2.2.5 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია- დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-ტექ-სერვისი“ 2.3. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მერნეობის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების თანადაფინანსება 2.4. ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი ს/კ 233733984 (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობას. 2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხა (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით , 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით, 2014 წლის 23 ოქტომბრის №1900 განკარგულებით და 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი, რომელიც აერთიანებს 21 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1050-ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა , აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით და 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცის და ექსპლოატაცია. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარებას. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. პროგრამით ხორციელდება სპორტული ცენტრის, საფეხბურთო კლუბის და საფეხბურთო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ასევე განხორციელდება სტადიონის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსება. 4.1.1. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა ს/კ 433645004 (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო -საფეხბურთო სკოლის ყველა ხარჯის დაფინანსება, რომელიც ემსახურება გოგონათა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში და მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ ფეხბურთელებად, მორაგბეებად. 4.1.2 ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია" ს/კ 233734126 (პროგრამული კოდი 05 01 03) მუნიციპალიტეტი ახორციელებს მუნიციპალური საფეხბურთო კლუბ გურიას ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც აერთიანებს 25 სპორტსმენს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სტადიონის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. ასევე ხელს უწყობს პროფესიონალ ფეხბურთელებად მომავალი თაობის ჩამოყალიბებას. 4.1.3. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი ს/კ 433642178 (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება. სკოლა აერთიანებს ძიუდოს, ბალახის ჰოკეის, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, ცურვის, კარატე დოს, რაგბის, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, ხელბურთის, კრივის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 335 სპორტსმენი. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. 4.1.4 ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა ს/კ 433642203 (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ლანცხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლია სკოლის ყველა ხარჯის დაფინანსება, რომელიც ემსახურება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვას სისტემატიურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში და მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ ფეხბურთელებად. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აგრძელებს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას. განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, თეატრალური , მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში გამოფენის მოწყობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ს/კ 233731478 (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური კულტურის ცენტრი, რომელიც ეწევა მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წეს ჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსამბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას. მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსაბლების ჩამოყალიბებას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნების ინტერესების შესწავლა და ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მასალების მოპოვება, ქსელი აერთიანებს 14 ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკა ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ქალაქის და სოფლის ბიბლიოთეკების ხელშეწყობას; წიგნადი ფონდის შევსებას თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტებას ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ითვალისწინებს კულტურული ობიქტების მოძიებას და პოპულარიზაციას, სამუზეუმო საქმიანობისთვის ხელშეწყობას. ქსელი აერთიანებს 3 მუზეუმს. ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას მათ შორის:
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქ.მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით და 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით გამოყოფილი თანხებიდან მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. 4.2.2. სოც კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას, წარმატებული მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებას სხვადასხვა სახის პრიზებით და საჩუქრებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურულ-სპორტული ღონისძიებები: სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებები; საშემსრულებლო, ვიზუალური, თანამედროვე ხელოვნების, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ფესტივალების და კონცერტები; სხვადასხვა ქვეყნების ქალაქების კულტურულ და შემოქმედებით კოლექტივებთან და ინტელიგენციასთან კონტაქტების დამყარება და არსებული ურთიერთობების გაღრმავება; გამოჩენილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების საიუბილეო ღონისძიებების და შემოქმედებითი საღამოები; მაშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზება; კულტურულ–საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებები. 4.3 რელიგიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.1.1 ა(ა)იპ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ს/კ 233730763 (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1.ბიკარბონატული ჰემოდიალეზით –თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ჰემოდიალეზით დაავადებულებისათვის სატრანსპორტო ხარჯის დაფინანსება, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 11 ბენეფიციარი. 5.2.2 ა(ა)იპ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის ს/კ 233730772 (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები და რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ( 0 დან 57000-მდე ქულის მქონე) 60 ბენეფიციარის ერთჯერადად კვება ყოველდღიურად უფასო სასადილოში 5.2.3. სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი მეომრების ოჯახებისათვის ყოველთვიურ დახმარებას, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.4 დედათა და ბავშვთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი (სარეიტინგო ქულა 57000 დან 150000 მდე) ყოველთვიური დახმარება (თითო ბავშვზე 25 ლარის ოდენობით) 5.2.5 ჰუმანიტარული ორგანიზაციების ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა (06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ეროვნული სკრინინგ ცენტრის მომსახურების თანადაფინანსება და წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილი პროგრამის თანამონაწილეობა. სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფა. 5.2.6 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი შეჭირვებული ოჯახების დახმარების და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების ასევე უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მქონე პირების ოჯახების ერთჯერადი დახმარება. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა (ბინის ქირის გადასახადი, ზედა ჭერი თვეში 100 ლარი) 5 .2.7. დევნილთა ოჯახთა საშეშე მერქნით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა 5.2. ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი იავნანა ს/კ 433642356 (პროგრამული კოდი 06 02 10 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ცენტრ იავნანაში დარეგისტრირებული 30 სოციალურად დაუცველი ბავშვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა-თანადაფინანსება 5.2.9. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტირება 5.2 10 ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" სარეაბილიტაციო პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცის და მხარდაჭერა
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები