„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016148
8
26/02/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
010250020.35.109.016148
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  ,,მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეული

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეული არის გამგეობის სამსახური, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. გამგეობის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. გამგეობის სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, ურბანული  განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახური;

ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია