დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.109.016147 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2015 - 24/07/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განისაზღვროს განაკვეთები თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტის №7 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ |
| მუხლი 1 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები და მისი ოდენობა განისაზღვროს:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,8 ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარი; გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არაუმეტეს 1,5 ლარისა; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი ) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ)სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე–კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3 000 (სამი ათასი)ლარი. |
| მუხლი 2 |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად. |
| მუხლი 3 |
შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხოს მარტივილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები