დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016166 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „91 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91“. სპეციალისტი ა) წარმართავს გამგებლის და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დავალებულ საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს აღმასრულებელ ორგანოსთან მოსახლეობის კავშირს; გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, აღმასრულებელ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „92 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 92“ . მთავარი სპეციალისტი (გენდერული თანასწორობის საკითხებში) ა) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; ბ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; გ) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს გამგებელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალიტები. დ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. ე) წელიწადში ერთხელ გამგებელს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები