დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016256 |
|
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, მიღების თარიღი - 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი - 010250020.35.163.016193), კერძოდ:
ა) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურების და სქმისწარმოების განყოფილება.
ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით, ცალკეულ დარგებში მიმდინარე მუშაობისა და შექმნილი მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ხელს უწყობს მას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) იღებს ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ; გ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის საქმისწარმოებას, მის სახელზე მიღებული კორესპონდენციის ანალიზს და განხილვას; დ) ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებსა და შეხვედრებს; ე) მონაწილეობს სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში; ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები