აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016197
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
26/02/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
200140030.35.110.016197
აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2015 - 26/02/2016)

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2015 წლის 26 თებერვალი

აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ქ. აბაშისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი „ITL“ განისაზღვროს 1-ით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი „K“-140-ით.
მუხლი 2
ქ. აბაშის ტერიტორიაზე სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) „CN“ განისაზღვროს 15.79 ლარის ოდენობით (პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად CN =IMG x ITL x C x K = 0.47 x 1 x 0.24 x140 = 15.79 ლარი, სადაც C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია).
მუხლი 3
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს, ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, ანუ 7.90 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში 30 პროცენტის ოდენობით, ანუ 4.74 ლარით.
მუხლი 4
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწების ჩათვლით, განისაზღვროს, ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტის ოდენობით, ანუ 15.79 ლარით.
მუხლი 5
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, აბაშა-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწის ჩათვლით, განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 60 პროცენტის ოდენობით, ანუ 9,47 ლარით.
მუხლი 6
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში, (თითოეულ მხარეს), მიწის ნორმატიული ფასი, სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში არსებული მიწის ჩათვლით, განისაზღვროს, ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, ანუ 7.90 ლარით.