დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.163.016253 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2015 - 18/01/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №37 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ |
1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. 3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი ფასი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები