„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016252
13
27/02/2015
ვებგვერდი, 06/03/2015
010250050.35.163.016252
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
 
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თელავი

„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 13 ნოემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/11/2014, 010250050.35.163.016234) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღება

1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიიღება საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის წესით, რომლის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი.

2. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება  „თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებით.

3. საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას გარე რეკლამის ნებართვის მისაღებად გამოსაქვეყნებლი პირობები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)  ნებართვის გამცემის  დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით  გამოცხადების შემთხვევაში);

გ) ნებართვის გასაცემი ადგილის დასახელებას;

დ) „ბეს“ოდენობას, რომელიც არის თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;

ე) ბიჯის სიდიდეს თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;    

ვ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი