,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.116.016248
16
26/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
010320040.35.116.016248
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 26 თებერვალი

ქ.ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20-ე მუხლის შესაბამისად , ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №54 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 17/10/2014წ. სარეგისტრაციო კოდი:010320040.35.116.016213) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ.გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი როდესაც კონკურსი და ატესტაცია ტარდება როგორც საკრებულოს აპარატის, ისე გამგეობის მოხელეებისათვის“;

ბ) მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც კონკურსი ან ატესტაცია ტარდება, როგორც  საკრებულოს აპარატში, ისე გამგეობაში“;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით.“

დ) მე-13-ე მუხლი მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კონკურსის პროგრამას  პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო საატესტაციო კომისია,  დაწესებულების ხელმძღვანელთან  შეთანხმებით.“

ე) მე-16 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16.

1.ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების შემოწმებას ტესტების მეშვეობით.

2. ტესტირების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად.

3. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს მაქსიმალურ ქულათა წამყვანი საჯარო თანამდებობის მოხელესათვის  60%-ისოდენობით, უფროსი საჯარო თანამდებობის მოხელესათვის   55%-ს ოდენობით, უმცროსი საჯარო თანამდებობის მოხელესათვის   50%-ის ოდენობით.“

 ვ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი;

,,5.  კომისიის წევრებს უფლება აქვთ გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართი № 2-ში მოცემული შეფასების სქემა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი