დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016210 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2015 - 26/02/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის); |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (ვებგვერდი, 10/03/2014) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGX ITL X CX K, სადაც: 1. CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG - არის ქ.ლანჩხუთის მიკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს; 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ერთს; 4. C - არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; 5. K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 100-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: CN=0,38 X1 X 0,24 X 100=9,12 |
| მუხლი 3 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს. |
| მუხლი 4 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს. |
| მუხლი 5 |
სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი ნორმები. |
| მუხლი 6 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), გარდა დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3 – მე-5 მუხლებით დადგენილი ნორმები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები