გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016215
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
26/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
200140030.35.161.016215
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2015 - 21/03/2016)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო  :

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
წინამდებარე დადგნილება მისი გამოქვეყნებისთანავე გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო ორგანოს.
მუხლი 6
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი



დანართი №1

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGXItLXCXK, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  –არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელის სიდიდეც უდრის 0,52-ს;

გ) ItL  –  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს; 

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K–არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასისი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინინალური ოდენობა უდრის 20-ს.

 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ItL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

     0,52

 1.2

 0.24

 70

 10.4832

შუალედური ზონა

0,52

 1.0

 0.24

 70

 8.736

პერიფერიული ზონა

0.52

 0.8

 0.24

 70

 6.9888

 

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.

 

დანართი №2

 

 ქ. გარდაბნის ზონების აღწერა

 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL

ცენტრალური ზონა

ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა

 1.2

შუალედური ზონა

შუალედური ზონა: ქეთევან წამებულის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა ლადო ასათიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სიხნოს ქუჩას.ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთამდე.

 1.0

 

პერიფერიული ზონა

პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარხნის დასახლება, თბილსრესის დასახლება, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩის ჩიხი, 9 აპრილის ქუჩის II ჩიხი, ქვემო კაპანახჩის დასახლება, ლელაშხას დასახლება და სხვა.

 0.8