წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.104.016219
7
25/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
200130000.35.104.016219
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIX  თავის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №6  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2–ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 3’ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის

განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19.00

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15.00

3

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

67.00

4

საკარმიდამო

67.00

5

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის

 

 

ა) სათიბები

19.00

 

ბ) საძოვრები

15.00

 

გ) სახნავი

67.00

6

ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)

3.00

 

მუხლი 5
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

ტერიტორია

ტერიტორიული

კოეფიციენტი

საბაზისო

განაკვეთი

გადასახადის

განაკვეთი

1

ქ. წალენჯიხა; ქ. ჯვარი; ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული.

0,75

0,24

0,18

2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები და ადმინისტრაციული ერთეულები (გარდა ჯგალის ადმინსტრაციული ერთეულის  სქურის უბნისა)

0,65

0,24

0,156

3

ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სქურის უბანი

0,70

0,24

0,168

 

მუხლი 6
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
მუხლი 7
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და  ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.