„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016922
16/ნ
27/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
430210000.22.022.016922
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 16/ნ

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013; სარეგისტრაციო კოდი:  430210000.22.022.016653) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - მე-5 პუნქტები:

„3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საგამომცემლო საქმიანობა;

გ)საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა;

ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“

4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.

5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტს უფლება აქვს დააფუძნოს ფილიალი (ფილიალები).“

 

2. მე-4 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო (ფაკულტეტი,  სკოლა) (შემდგომში ფაკულტეტი), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, ცენტრი, და სხვ.) ერთეულების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექნოპარკები, საცდელ-საწარმოო, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-საწარმოო, საპროექტო- საკონსტრუქტორო, სამოქალაქო განათლების, კლინიკური ცენტრები და სხვ.)

 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის (გარდა ფაკულტეტისა) შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით. ფაკულტეტი იქმნება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

 

3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის რ1 -3 ქვეპუნქტები:

„რ1) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის თაობაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს ახლად შექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს. აგრეთვე, ახლად შექმნილ ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებამდე ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

2) წყვეტს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების (პროფესორების)  თანამდებობრივი ცვლილების/გადაყვანის საკითხს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;

3) ამ წესდების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას  პირის ვადამდე გათავისუფლების შესახებ და აღსასრულებლად წარუდგენს რექტორს;“

ბ) პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:

„ყ1) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის შეფასების და მონიტორინგის მიზნით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების აუდიო-ვიზუალური და ფოტოგრაფიული საშუალებებით აღბეჭდვის თაობაზე;“

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“

7.  მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.“

8. მე-14 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“

9. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“.

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“

10. 21-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

11. 22-ე მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“  

12. 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.

2. სადისერტაციო საბჭო იქმნება ფაკულტეტზე, ხოლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

3.  სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“

13. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან და ასისტენტებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.“

14. 28-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“

15. 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„5. კონკურსს,  აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს რექტორი. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგებს) დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“

16.  30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სამი ან ოთხი წლის ვადით.“

 

17. 30-ე მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი სამი ან ოთხი წლის ვადით.“

 

18. 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 საპატიო დოქტორის წოდება შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ   მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის ან/და ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

5. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, აგრეთვე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ   მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით.“

 

19. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „პ“ და “ა“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სტატუსისა. მათი  შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

20. 37-ე მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, რაც იწვევს ან/და მოითხოვს შესაბამისი თანამდებობის გაუქმებას, გარდაქმნას, შეცვლას ან მის ნაცვლად ახალი თანამდებობის/თანამდებობების შექმნას ან იწვევს სამუშაო ძალის შემცირებას;“

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“

21. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „371“ მუხლი:

„მუხლი 371. დამხმარე პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული  წინასწარი წერილობითი შეტყობინების ვადის დაცვით;

ბ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

გ) გარდაცვალება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“

22. 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის  მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“

23. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე