ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6/7
25/02/2015
ვებგვერდი, 02/03/2015
010250000.35.111.016258
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2015 - 26/02/2016)

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/7

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ" ქვეპუნტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  ,,ბ" ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ   ფოთის   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის  ზონირება,  თანახმად  დანართი  №1-ისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული  ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორას ოცი) ოდენობით, თანახმად დანართი №2-ისა.
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნორმატიული ფასი თანახმად  დანართი №3-ისა.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის  საკრებულოს  2014  წლის  28 თებერვლის  №6/4  დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

 


საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია



დანართი №1

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება

ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია  მდინარე რიონის  ქალაქის  არხით,    ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის),  სამხრეთ-აღმოსავლეთით ყოფილი სს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით,  დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით.

 

ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით.

 

ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო  ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე.

 

ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და ყოფილი სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე.

 

შუალედური ზონა 

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.        

 

პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე.

 

პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.

 

 დანართი №2

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L),  მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი (K)

 

ზონის დასახელება

I T L
მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი

K
მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი

ცენტრალური ზონა

პირველი ზონა

1.5

220

მეორე ზონა

1.4

220

მესამე ზონა

1.3

220

მეოთხე ზონა

1.2

220

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

1

220

პერიფერიული ზონა

პირველი პერიფერიული

0.9

220

მეორე პერიფერიული

0.8

220

 

 

 

 

 

დანართი №3

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ-ზე

 

ზონის დასახელება

ImG

I T L

C

K                    

CN                   

ცენტრალური ზონა

პირველი ქვეზონა

0.7

1.5

0.24

220

55,44

მეორე ქვეზონა

0.7

1.4

0.24

220

51,75

მესამე ქვეზონა

0.7

1.3

0.24

220

48,05

მეოთხე ქვეზონა

0.7

1.2

0.24

220

44,36

შუალედური ზონა

შუალედური ზონა

0.7

1

0.24

220

36,96

პერიფერიული ზონა

პირველი ქვეზონა

0.7

0.9

0.24

220

33,27

მეორე ქვეზონა

0.7

0.8

0.24

220

29,57

 

CN = ImGXITLXCXK

CN- არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ-ზე(ლარი)

ImG - ქალაქის  მაკრომდებარეობის ინდექსი

I T L - ლოკალური ტერიტორიული ინდექსი

C - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე

K - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი