დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016154 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებულია შემდეგი გადანაწილებები: |
ა)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით მიღებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წინადადება (მოხსენებითი ბარათი №10/12 08.01.2015 წ.) და საჯარო კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების ჩატარებისთვის მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 3,7 ათასი ლარით და 3,7 ათასი ლარით გადიდდა მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება; |
ბ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 15 იანვრის №67 ბრძანებით მიღებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წინადადება (მოხსენებითი ბარათი №10/3118 30.12.2014 წ.) და ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. №185-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დაზიანებული სახურავის აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, 1.8 ათასი ლარით შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) და 1.8 ათასი ლარით გადიდდა ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შენობა-ნაგებობების მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება; |
გ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ასიგნებებში 0,3 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და საგამომცემლო-სასტამბო ხარჯები“ ასიგნება, 1,5 ათასი ლარით - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება, 0,5 ათასი ლარით - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საფოსტო მომსახურების ხარჯი“ ასიგნება, 1,2 ათასი ლარით - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ელენერგიის ხარჯი“ ასიგნება და 3,5 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და საგამომცემლო-სასტამბო ხარჯები“ ასიგნება; |
დ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 29 იანვრის №83 ბრძანებით მიღებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წინადადება (მოხსენებითი ბარათი №10/140 29.01.2015 წ.) და ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, შემცირდა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 03) 8,8 ათასი ლარით და 8,8 ათასი ლარით გადიდდა ქვეპროგრამის ,,გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ (პროგრამული კოდი 03 01 01) ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შენობა-ნაგებობების მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება (8.55 ათასი ლარი - სამსენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, 0,25 ათასი ლარი - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა); |
ე)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისათვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 2 თებერვლის N86 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „,კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1.39 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,მივლინებები“ ასიგნება, 2,1 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება, 0,4 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,სამედიცინო ხარჯები“ ასიგნება, 10,0 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება (ფედერაციის საწევროს ხარჯი) და 11,44 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება, 2,45 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება (ბინის ქირის ხარჯები); |
ვ)
„ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 4 თებერვლის №91 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“ დამტკიცებულ ასიგნებებში 1,6 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“–ს ,,ოფისის ხარჯები“–ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შენობა-ნაგებობების მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება და 0,7 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურება“–ს ,,ოფისის ხარჯები“–ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კავშირგაბმულობის ხარჯი“ ასიგნება (ინტერნეტმომსახურების ხარჯი), 0,9 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“–ს ,,ოფისის ხარჯები“–ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომუნალური ხარჯი“ ასიგნება (ელენერგიის ხარჯი); |
ზ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი 31.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.106.016145) ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 თებერვლის N95 ბრძანებით მიღებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წინადადება (მოხსენებითი ბარათი N10/180 21.02.2015 წ.) და პრიორიტეტებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 699,0 ათასი ლარის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელდა შემდეგი ცვლილება, გადიდდა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) 699,0 ათასი ლარით და შემოსავლების ზრდის თანხების მთლიანი მოცულობა – 699,0 ათასი ლარი მიიმართა პრიორიტეტის - ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ (პროგრამული კოდი 03 00) მუხლის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ასიგნებაზე, კერძოდ: პროგრამის „კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02) ასიგნებაზე, მათ შორის 675,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 02) ასიგნება, 24,0 ათასი ლარი - ქვეპროგრამის „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ასიგნებაზე ასიგნება; |
თ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 11 თებერვლის N104 ბრძანებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 8,26 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“–ს მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება და 7,18 ათასი ლარით გადიდდა მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება, 1,08 ათასი ლარით - ,,საქონელი და მომსახურება“–ს მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება (საკანალიზაციო სისტემის მოვლა-შენახვის ხარჯები); |
ი)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის N116 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 0,8 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,თანამდებობრივი სარგო“ ასიგნება და 0,8 ათასი ლარი მიიმართა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,პრემია“ ასიგნებაზე; |
კ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის №117 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 1,7 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ და 1,7 ათასი ლარით გადიდდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი“; |
ლ)
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის №118 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში 3,0 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ ასიგნება (აქედან: 0,2 ათასი ლარი - სიგელების, მოწმობების და სუვენირების დამზადების ასიგნება, 0,4 ათასი ლარი - ასოციაციების საწევროს ასიგნება, 2,4 ათასი ლარი - ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების არსებული პროგრამული სისტემის განახლების ასიგნება) და 3,0 ათასი ლარით გადიდდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი“ ასიგნება (ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების არსებული პროგრამული სისტემის განახლების ასიგნება); |
მ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პროგრამისათვის ,,საგანგებო სიტუაციების მართვა“ (პროგრამული კოდი 02 01) დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის №119 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პროგრამისათვის ,,საგანგებო სიტუაციების მართვა“ (პროგრამული კოდი 02 01) დამტკიცებულ ასიგნებებში 27,5 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,გრანტები“ ასიგნება და 6,0 ათასი ლარი მიიმართა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,თანამდებობრივი სარგო“ ასიგნებაზე, 18,5 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომპესაცია“ ასიგნებაზე, 0,4 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ელენერგიის ხარჯი“ ასიგნებაზე, 1,2 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საწვავ/საპოხი მასალების შეძენა“ ასიგნებაზე, 1,4 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ექსპლოატაციის, მოვლა–შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი“; |
ნ)
„ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის (პროგრამული კოდი 01 01) დამტკიცებული ასიგნებების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 თებერვლის №120 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0,72 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ და 0,72 ათასი ლარით გადიდდა ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი) თავი I, თავი II და თავი III ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6946,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2470.8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 475,8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6249,2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 773.8 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 203,6 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 127,2 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 -ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 59,1 -ით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 135.2 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 63,4 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.5 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 114,5 ათასი ლარი; |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ღონისძიებების მაღალპროფესიული უზრუნველყოფისათვის პირადი შემადგელობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა. თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკით უზრუნველყოფა, ხანძრების დროს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლების ზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, პირადი შემადგენლობის კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01); |
ა.ა)
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაგრძელდება ასიგნებების გამოყოფა. |
ა.ბ)
ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02)
ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგდომარეობის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. სათანადო რესურსების შემთხვევაში ამ კუთხით ასიგნებები კვლავ გამოიყოფა. |
ბ)
კომუნალური ინფრასრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02); |
ბ.ა)
გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს გარე განათების მოვლა-შენახვის ღონისძიებების გახორციელებას; |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
მომავალ წლებში გათვალისწინებულ იქნება სოფლების წყალმომარაგების პრობლემების მნიშვნელოვანწილად გადაჭრა. |
ბ.გ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 03)
პერსპექტივაში კვლავ გრძელდება საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. |
ბ.დ)
სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
რეგიონის ჭარბნალექიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებს. |
ბ.ე)
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05)
შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს ქალაქის სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვისა და დასუფთავების ღონისძიებების გახორციელებას, გააჩნია შესაბამისი ტექნიკა, 2015 წლისათვის გამოყოფილია სულ 313.0 ათასი ლარის ასიგნება. |
გ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04)
მუნიციპალიტეტისათვის ამ მეტად პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში საჭირო იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან სათანადო სახსრების გამოყოფა. |
დ)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05)
პროექტი ხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე, გამოკვეთილია გზები, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგების სისტემები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 30 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე ბავშვი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლებაზე. |
ბ)
მოსწავლე–ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა. |
გ)
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 04 04)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებილი კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. |
ა.ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“–ს სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. |
ა.გ)
სტადიონების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია. |
ა.დ)
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელსეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“, სადაც 11 ასაკობრივ ჯგუფებში გაერთიანებულია 216 ბავშვი, სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონების ტურნირებში. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურულინ ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას; |
ბ.ბ)
ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება. |
ბ.გ)
კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. სსიპ ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს“ გამოეყო გრანტი 12,0 ათასი ლარი, რითაც იქმნება სალოტბარო სკოლა, ხელი შეეწყობა ქართული სიმღერებისა და საგალობლების შესწავლას და შენარჩუნებას. |
ბ.დ)
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შ.პ.ს. ,,ხობის მოამბე“–ს, რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინანსური მხარდაჭერა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელსეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადსხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.) იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ( იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგებადადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიტოების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დაგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებსი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02)
მუნიციპალიტეტი ახდენს იმ მცირერიცხოვანი სულადობის მქონე სოფლების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო პროგრამის გარეშე. ამ მიზნით 2015 წელს გამოიყოფა ყოველწლიურად 23.4 ათასი ლარი. |
გ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიატულო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. |
გ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტიური საოპერაციო ხარჯების 50 %-ის დაფარვა, არამუმეტეს 2000 ლარისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად დახმარება ეძლევა დიალეზით დაავადებულებს, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. |
გ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. |
გ.გ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ასევე ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარება. ამ მიზნით გამოყოფილია 4,0 ათასი ლარის ასიგნება. |
გ.დ)
მრავალშვილიანი ოჯახებისა (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
გ.ე)
უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“–ს სუბსიდიის მოცულობა შეადგენს 94,8 ათას ლარს. სასადილო ემსახურება 120 ბენეფიციარს, ხოლო ბინაზე მომსახურება ეწევა 25-მდე მარტოხელას. |
გ.ვ)
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 49.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო მესამე და ზევით 300 ლარი. |
გ.ზ)
უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 2015 წელს 6.0 ათასი ლარი. |
დ)
უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2015 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ე)
ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ვ)
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება, უკიდურესად ავარიული სახლების შესაკეთებლად, გაიცემა ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზრვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები