ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016137
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
26/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
010260030.35.141.016137
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2015 - 22/01/2018)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

”ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ბ” ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის  დებულება  (დანართი №1);
2. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან



ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან- განყოფილებისაგან.

2. სამსახურის განყოფილება;

) მოსახლეობის სოციალური დაცვის განყოფილება

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახური განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების (13) მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) სოციალური დაცვის ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავებას;

ზ) დასაქმების სოციალური პროგრამების შემუშავებას;

თ) წინადადების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება შრომის და ომის ვეტერანთა დასახმარებლად;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. მოსახლეობის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები.
მოსახლეობის სოციალური დაცვის განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შესრულების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულების მართვას;

ე) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას მათ დასახმარებლად;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.