დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.037.016057 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სავალდებულო - სამართალი, სოციალური მეცნიერებები ან ბიზნესის ადმინისტრირება; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური, სასურველი - რუსული;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი - Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის/მასთან გათანაბრებული ან დოქტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მიმართულება: სასურველი - სამართალი, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი - Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 3. მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; სასურველი - სამართალის, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანის ან საჯარო მმართველობის სფეროში; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი - Microsoft Office PowerPoint სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 4. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი - Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 5. მე-6 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი - სამართალი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები ან საჯარო მმართველობა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; სასურველი - Microsoft Office PowerPoint და Google Apps სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები