ყაზბეგის, ლენტეხის, ონის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და მცხეთის იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018636
  • Word
303
19/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018636
ყაზბეგის, ლენტეხის, ონის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და მცხეთის იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №303

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

ყაზბეგის, ლენტეხის, ონის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და მცხეთის იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ  

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისა და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ლენტეხისა და ონის იუსტიციის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების, გეოლოგიური კვლევისა და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების, გეოლოგიური კვლევის ან/და ტოპოგრაფიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 2015 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - იუსტიციის სახლმა კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების შეუფერხებლად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი