დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №20 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018635 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №302
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №20 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №20 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები და:
ა) უწყებათაშორისი კომისიის წევრთა მიერ, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უძრავი ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნები და ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ (FMG) მიერ მოძრავი ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნა, მიჩნეულ იქნეს გამოსასყიდი ქონების ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად;
ბ) გამოსყიდულ იქნეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში (ბორჯომის (დაბა ბაკურიანი), ყაზბეგის (დაბა სტეფანწმინდა), თიანეთის (დაბა თიანეთი), თეთრიწყაროსა (ქ. თეთრიწყარო) და წალკის (ქ. წალკა)) მოქმედი შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფოს მიერ გამოსასყიდი სამედიცინო ცენტრების ქონების (უძრავ-მოძრავი) შეჯერებულ ფასად, „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის“ 2014 წლის 8 დეკემბრის №20 სხდომის ოქმის შესაბამისად, მიჩნეულ იქნეს 7 190 140.00 ლარი;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ქონების გამოსყიდვის უფლებამოსილება მიეცეს სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრს“ (ს/კ 236035517), რომლის 100% წილის მმართველს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს გამოსასყიდი ქონების (უძრავი და მოძრავი) ღირებულების (7 190 140.00 ლარის) შესაბამისი რესურსის მოძიება და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (ს/კ 236035517) კაპიტალში შეტანა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები