სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018634
  • Word
301
19/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018634
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №301

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. №67-ში არსებული 2021 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.13.034.026); ქალაქ თბილისში, დასახლება ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქ. №67-ში (ნაკვ. 34/005) / ქ. თბილისში, ღოღობერიძის ქ. №67-ში (ნაკვეთი 34 /024) არსებული 20451 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1, №2 (ნანგრევი), №3 (ნანგრევი) და №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№01.18.13.034.027); ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. №67 - ში არსებული 361 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№01.18.13.027.011); ქალაქ თბილისში, დასახლება ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქ.№67, წინ მდებარე (ნაკვ. 34/007) / ქალაქ თბილისში, ღოღობერიძის ქუჩა №67-ში არსებული 7561 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (№01.18.13.034.030); ქალაქ თბილისში, ღოღობერიძის ქ. №67 - ში არსებული 165 მ რკინიგზის (ლითონის) ლიანდაგი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.01.947); ღოღობერიძის ქ.№67 - ში არსებული 174 მ რკინიგზის ლიანდაგი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.01.928); ქალაქ თბილისში, ღოღობერიძის ქ.№67 - ში არსებული 78 მ რკინიგზის (ლითონის) ლიანდაგი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.01.969); პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას’’ (ს/კ 206330709).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 602 524 (ორი მილიონ ექვსასორიათას ხუთასოცდაოთხი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 8 000 (რვა ათასი) ტონა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 8 000 (რვა ათასი) ტონა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში არანაკლებ 8 000 (რვა ათასი) ტონა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების 50%-ის წარმოება.

3. შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას’’ მიერ წარმოდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი