დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018681 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №298
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ქ. ბათუმში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთაზე არსებული 4504 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №05.21.02.011) და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონების, კერძოდ, „მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბლის“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანის (Palami-Media NET-50/50) ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით პრივატიზების თაობაზე.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვროს განსახორციელებელი საინვესტიციო თანხის 5%-ის ოდენობით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები