არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018623
  • Word
291
19/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
000000000.00.003.018623
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 291

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ

 „2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ნოემბრის 2058 განკარგულებით და „2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის 1524 განკარგულებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  ანგარიშზე გადარიცხული თანხებიდან დარჩენილი რესურსი, შესაბამისად 860 000 (რვაას სამოცი ათასი) ლარი და 529 866 (ხუთას ოცდაცხრა ათას რვაას სამოცდაექვსი) ლარი, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის 195 განკარგულებით, სააგენტოს ანგარიშზე „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროექტის დასაფინანსებლად გადარიცხული თანხიდან, 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი მიიმართოს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წელს განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გასაწევი ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                       ი . ღარიბაშვილი