დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018631 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №28 9
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, აჭარის ა/რ-ის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამა - „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ფარგლებში, საავტომობილო გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელების მიზნით, აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, სამი თვის ვადით, გათავისუფლდეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - აჭარის ა /რ -ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
გ.ა) დაბა ჩაქვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩაქვისწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 52 (ორმოცდათორმეტი) ლარი;
გ.ბ) სოფ. ჩაისუბნის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მერჩხეთი) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი;
გ.გ) სოფ. ჯიხანჯურის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩოლოქი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი;
გ.დ) სოფ. გვარას (თეთროსანის) (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭყვა) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი;
გ.ე) სოფ. ქობულეთის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. კინტრიში) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი;
გ.ვ) სოფ. თხილნარის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბოლოყო) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 52 (ორმოცდათორმეტი) ლარი;
გ.ზ) სოფ. მახოს (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მახოსწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 52 (ორმოცდათორმეტი) ლარი;
გ.თ) სოფ. განახლების (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 26 (ოცდაექვსი) ლარი;
გ.ი) სოფ. ჩელტას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩელტა) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 52 (ორმოცდათორმეტი) ლარი;
გ.კ) სოფ. ახალშენის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 (ოცდაექვსი) ლარი;
გ.ლ) სოფ. ახალშენის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ.ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 (ოცდაექვსი) ლარი.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტი:
ა) დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ჩაქვისწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 728593 | 4621996 |
| 2 | 728576 | 4621994 |
| 3 | 728576 | 4622012 |
| 4 | 728593 | 4622013 |
| S = 0,03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. ჩაისუბნის მიმდებარე ტერიტორია (მდ. მერჩხეთი) – 200 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 729674 | 4620648 |
| 2 | 729690 | 4620648 |
| 3 | 729690 | 4620635 |
| 4 | 729673 | 4620635 |
| S = 0,02 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. ჯიხანჯურის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ჩოლოქი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 741133 | 4642010 |
| 2 | 741214 | 4642017 |
| 3 | 741214 | 4642005 |
| 4 | 741189 | 4642006 |
| 5 | 741169 | 4641997 |
| 6 | 741135 | 4641997 |
| S = 0,1 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. გვარას (თეთროსანის) მიმდებარე ტერიტორია (მდ. აჭყვა) – 200 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 734828 | 4634473 |
| 2 | 734840 | 4634463 |
| 3 | 734831 | 4634454 |
| 4 | 734820 | 4634461 |
| S = 0,02 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ე) სოფ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორია (მდ. კინტრიში) – 200 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 737554 | 4631551 |
| 2 | 737566 | 4631557 |
| 3 | 737573 | 4631544 |
| 4 | 737560 | 4631538 |
| S = 0,02 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი:
ა) სოფ. თხილნარის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ბოლოყო) – 300 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 721086 | 4605215 |
| 2 | 721096 | 4605227 |
| 3 | 721107 | 4605217 |
| 4 | 721102 | 4605199 |
| S = 0,03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. მახოს მიმდებარე ტერიტორია (მდ. მახოსწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 722900 | 4604872 |
| 2 | 722912 | 4604872 |
| 3 | 722914 | 4604847 |
| 4 | 722901 | 4604849 |
| S = 0,03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. განახლების მიმდებარე ტერიტორია (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 723218 | 4611273 |
| 2 | 723231 | 4611283 |
| 3 | 723235 | 4611275 |
| 4 | 723223 | 4611264 |
| S = 0.015 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. ჩელტას მიმდებარე ტერიტორია (მდ. ჩელტა) – 300 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 724587 | 4613835 |
| 2 | 724607 | 4613843 |
| 3 | 724620 | 4613836 |
| 4 | 724611 | 4613825 |
| S = 0,03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ე) სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 723302 | 4611199 |
| 2 | 723306 | 4611218 |
| 3 | 723313 | 4611214 |
| 4 | 723310 | 4611196 |
| S = 0,0 15 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ვ) სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეში:
| N | X | Y |
| 1 | 723165 | 4611384 |
| 2 | 723165 | 4611397 |
| 3 | 723177 | 4611396 |
| 4 | 723176 | 4611383 |
| S = 0,015 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები